Wednesday, December 23, 2015

23 დეკემბერი ♥


გამარჯობა ! დღეს პირველად ვწერ და არამგონია რამე განსაკუთრებული დავწერო, ისეთი, რომ თქვენში, ადამიანებში რამე განსაკუთრებული გრძნობა გამოვაღვიძო. მაგრამ მაინც ვწერ... სულ რომ არაფერი, წერა მაბედნიერებს, მამშვიდებს.... მინდა ჩემზე გითხრათ ორიოდე სიტყვა... ბევრი არც არაფერი მაქვს სათქმელი, უბრალო გოგო ვარ, ძალიან დიდი და ბევრი ოცნებებით... ვსწავლობ და ვცდილობ ბევრს მივაღწიო, რაც არც ისე მარტივია, მითუმეტეს ჩემთვის... გულუბრყვილო ვარ და მეგობრებზე ძალიან დამოკიდებული... შეიძლება ითქვას, რომ კეთილიც ვარ... არ შეიძლება მეოცნებე ადამიანი კეთილი არ იყოს  :D  ვარ სულ, მუდამ შეყვარებული და გაბრწყინებული თვალებით დავდივარ... ჰო, მართლა, დღევანდელზე მინდოდა მეთქვა... დღეს უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს გზად "დღევანდელი დღის გმირი" შემომხვდა, მანდარინებით სავსე დიდი ხურჯინით... იმდენად კეთილი თვალები ჰქონდა და მომღიმარი სახე, რომ ალაბათ ყველაზე უბედურ, უფლისგან დავიწყებულ ადამიანსაც კი აჩუქებდა ბედნიერებას.... ის თავისი თითო მანდარინით, რომელსაც გამვლელებს ჩუქნიდა, ადამიანებს აბედნიერებდა და თვითონაც უდიდეს სიამოვნებას იღებდა... მიხარია და ვამაყობ რომ საქართველოში, თითო-ოროლად, მაგრამ მაინც, შემორჩნენ ასეთი ადამიანები... დღეს დავრწმუნდი, რომ სიკეთე გადამდებია, მის შემხედვარეს მეც მომინდა სიკეთე მეკეთებინა. არ არის აუცილებელი ადამიანის გასაბედნიერებლად ფინანსური დახმარება, ან რამე ეგეთი... შეიძლება უბრალოდ გაუღიმო და ჩაეხუტო მათ და აჩუქო ბედნიერება... მოგიწოდებთ და მოვუწოდებ საკუთარ თავსაც, იყავით კეთილები, პოზიტიურები და აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი, სითბო და სიყვარული... ! ♥